png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო

  • სამართალი
  • 16.04.2019
  • 17:03
სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო.  სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბ.ბ., მ.ვ., ჯ.მ. და ვ.რ., სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის - საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - ი.ბ., ხოლო  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო  გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის - ნ.ჭ. 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბ.ბ.-მ, მ.ვ.-მ, ჯ.მ.-მ და ვ.მ.-მ დაგეგმეს და მოამზადეს სოფ. საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება. ამ მიზნით ბ.ბ.-მ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჯ.მ.-სთან ერთად, ნ.ჭ.-ს დახმარებით შეეცადა მათ გადაზიდვას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., რომელმაც არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე საქმის კურსში იყო ი.ბ., რომელმაც მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სააპელაციო სასამართლომ  ბ.ბ. დამნაშავედ  ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა),  ჯ.მ.  18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობა), მ.ვ.18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება), ვ.რ. 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში დახმარება), ნ.ჭ. 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარება), ლ.მ. 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), ხოლო ი.ბ.376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა).

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.ბ. -ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, ჯ.მ.-ს და  მ.ვ.-ს 13 -13 წლით, ვ.რ.-ს 12 წლით, ნ.ჭ.-ს 7 წლით, ლ.მ.-ს 2 წლით, ხოლო ი.ბ. -ს 2 წლით, 1 თვით და 25 დღით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge