png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებაზე მოზარდია დაკავებული - მეზვრიშვილი

  • სამართალი
  • 27.03.2019
  • 12:18
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებაზე მოზარდია დაკავებული - მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა პირი, რომელმაც აღნიშნული კადრები ინტერნეტში ატვირთა. მინისტრის მოადგილის თქმით, დაკავებული მოზარდი დანაშაულს აღიარებს.
„სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა, უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებას. რაც შეეხება ინტერესს, არანაირი პირადი თემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა იუთუბზე. ამ ეტაპზე, ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება. ერთი რამ მინდა ვთქვა რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვაკისრია ჩვენი ვალდებულებები, რომ დანაშაული როგორც კი მოხდება, დროულად აღვკვეთოთ. ეს გავაკეთეთ, გამოვავლინეთ. ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ. სამწუხაროა, რომ ხშირად ისმის საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან და მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მოწოდებები, რომ თითქოს რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს. რომ თითქოს გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ატვირთვა და აშ. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც კარგად უნდ გააცნობიერონ და საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვან, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის ჩადენის წამახალისებელი. მოზარდი გვყავს ახლა ამ საქმეზე დაკავებული, ამ ატვირთვის ფაქტზე. ვთხოვ ყველას, რომ ასეთი მოწოდებებისგან თავი შეიკავონ. ეს არის დანაშაული გავრცელებაც, შენახვაც, გადაგზავნაც, ატვირთვაც ისჯება. როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას. გამოძიება გრძელდება. ამ საქმის ფარგლებში გამოძიება უკვე გავიდა ერთ ამტვირთავზე. დადგენილია ვინაობა, ამოღებულია მობილური ტელეფონი და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა. ალბათ უახლოეს კვირაში, ექსპერტიზა ჩაუტარდება, გვექნება შედეგები და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge