png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

  • სამართალი
  • 26.03.2019
  • 16:51
ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლო ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება შეფარდის ექსტრადირება.

სასამართლო პროცესზე დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე თანხმობა ჯეკ შეფარდმაც განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე ჯეკ შეფარდი  საქართველოში გასული წლის მარტიდან იმალებოდა. მან ბრიტანეთის  მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მეგობარი გოგო მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შეფარდი ქართველ სამართალდამცავებს  23 იანვარს ჩაბარდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 2015 წლის 8 დეკემბერს, ჯერ შეპარდი მეგობარ გოგონასთან, 24 წლის შარლოტა ბრაუნთან ერთად, მდინარე ტემზაზე ნავით სეირნობდა. ნავის შეჯახების შედეგად ორივე მათგანი წყალში ჩავარდა. ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო შეფარდის გადარჩენა მოხერხდა. გაირკვა, რომ ნავი მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო და მასზე არც სამაშველო ჟილეტები იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ მდგომარეობაში ნავით წყალში გასვლა არ შეიძლებოდა.

ვიდრე ქართველ სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა, ჯეკ შეფარდმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ინტერვიუ მისცა.

„ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომლის დროსაც შარლოტა დაიღუპა. პოლიციაც და ხელისუფლებაც თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ნავს ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ჩემი დაცვის მხარის მიერ მიწვეულმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს დაზიანებები მას წყლიდან ამოტანის დროს გაუჩნდა. ასე რომ, ეს იყო უბედური შემთხვევა. ავარიის დროს შარლოტა მართავდა ნავს, მაგრამ ეს ფაქტი დაივიწყეს და მედიასაც აღარ უხსენებია. დაწერეს, რომ მე ვმართავდი. ეს არ არის სიმართლე და სასამართლოსაც აღიარებული აქვს, მაგრამ პრესამ დაწერა, რომ მე დავუშვი, დაღუპულიყო“, – განაცხადა შეფარდმა.

შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge