png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მკვლელობაში ბრალდებული ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში პოლიციას ჩაბარდა

  • სამართალი
  • 24.01.2019
  • 10:55
მკვლელობაში ბრალდებული ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში პოლიციას ჩაბარდა

დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა. 1987 წელს დაბადებული ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად მივიდა.

შსს-ს ცნობით, მასზე საერთაშორისო ძებნა 2019 წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

შსს-ის ინფორმაციით, 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა

"ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები," - აცხადებენ შსს-ში.

შეფერდის დაკავების შესახებ ბრიტანული მედიაც წერს.  გარდიანის ცნობით, შეფარდი და 24 წლის შარლოტ ბრაუნი გაცნობის ვებსაიტ OKCupid-ის საშუალებით შეხვდნენ და პირველ პაემანზე ნავით შეჯახება მოუვიდათ, 2015 წლის 8 დეკემბერს. მათ ჯერ ისადილეს და გვიან ღამით შეფარდის ინიციატივით, მისი ნავით სასეირნოდ წავიდნენ. შეჯახების შემდეგ ორივე წყალში ჩაცვივდა, ბრაუნი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო შეფარდის გადარჩენა მოხერხდა. 

სასამართლოში გაირკვა, რომ ნავი მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო და მასზე არც სამაშველო ჟილეტები იყო. პროკურორის თქმით ამ მდგომარეობაში ნავით წყალში გასვლა იმ ღამით "სრული სიგიჟე" იყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge