png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საკონსტიტუციო სასმართლომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის უფლება აუკრძალა

  • სამართალი
  • 20.12.2018
  • 13:33
საკონსტიტუციო სასმართლომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის უფლება აუკრძალა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინიტროს დაცვის პოლიციის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო.

გადაწყვტილების მიხედვით, რომელიც ძალაში 2019 წლის ივლისიდან შევა, დაცვის პოლიცია ვერც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას განახორციელებს.

საკონსტიტუციო სასმართლოში სადავო ნორმები რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიამ გაასაჩივრა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კონსტიტუციონალიტი ლევან მახარაშვილია. მისი განცხადებით, აქამდე არსებული ნორმები ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა კერძო დაცვის კომპანიებს კი არათანაბარ პირობებში აყენებდა.

„სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და დაადასტურა, რომ სახელმწიფო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეშვეობით უხეშად ერევა კერძო დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რითიც შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად ახორციელებს იმავე ბიზნესს, მეორეს მხრივ კი კონკურენტების მიმართ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია. არაკონსტიტუციური ნორმები ქმნიან ისეთ უსამართლოს პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვის ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, დაცვის კომპანიებთან ერთად უკვე დაწყბეულია მუშაობა კანონპროეტზეც რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერდიოში წარუდგენენ. ახალი კანონპროეტი იურისტის მტკიცებით შემაცირებს ელიტური კორუფციის რისკებსაც.

“ამ დაკანონებული უსამართლობის შედეგად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი ილექება შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა ჯიბეებში, რომლებიც ხელოვნურად აკოტრებენ კერძო დაცვით კომპანიებს. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის, მე-12 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას, რომ კერძო სექტორის რეგულირება იყოს გამჭვირვალე და საჯარო პირებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2019 წლის 01 ივლისიდან. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მოდელების შესწავლის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ განსახორციელებელი ცვლილების მოდელს, რომელსაც შევთავაზებთ სათანადო ორგანოებს, ასევე ზედმიწევნით დავაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პროცესს, რომ ისევ არ დარჩეს ცარიელი სივრცე ელიტური კორუფციის წასახალისებლად", - აღნიშნა ლევან მახარაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge