png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდებიან

  • პოლიტიკა
  • 19.12.2018
  • 10:22
საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდებიან

საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენცია 2018“-ის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა. გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.

„რა არის ამ კანონის ნიუანსები, როდის ამოქმედდება, ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ – პოლონეთთან და ისრაელთან. გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე ორმხრივად ვმუშაობთ, სხვა საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაციები, როგორიცაა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ფარგლებში კონკრეტულ პროექტებიც გვაქვს. მათ შორის გასულ წელს პოლონეთთან იყო მსგავსი სახის პროექტი. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას. რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge