png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

  • საზოგადოება
  • 17.12.2018
  • 15:27
Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა და თბილისში გამართულ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს დაესწრო. სტატიაში თბილისის ღამის ცხოვრება, ქალაქის არქიტექტურა, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.
"თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით გამოირჩევა, აქ ოსმალური, სპარსული, ბიზანტიური სტილის ნაგებობები ერთმანეთთან არის შეზავებული. ქალაქშია ძალიან ბევრი საბჭოთა შენობაა, რაც მთლიანობაში თბილისს მრავალფეროვნებას სძენს." 
Vogue- ის ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს აბანოთუბანს და გოგირდის წყლებს.
"აბანოთუბანში ბუნებრივი, გოგირდის ცხელი წყაროებია, რომელიც მე-5 საუკუნეში საქართველოს მეფემ აღმოაჩინა. გოგირდის აბანოები საუკეთესოა სტრესის მოსახსნელად. წყალს სამკურნალო თვისებებიც აქვს" სტატიაში აღწერილია ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია.
"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ღვინის რეგიონია. ვაზის კულტივაციის და მაღალი ხარისხის ღვინის დაყენების ისტორია საქართველოში რამდენიმე ათას წელს ითვლის. ქართველი მეღვინეები დღემდე იყენებენ ქვევრს და ტრადიციული მეთოდით ამზადებენ ღვინოს. სანამ ღვინის ისტორიას, დამზადების წესებს შეისწავლი მანამდე თავდავიწყების მორევში მოხვდება, რასაც ქართული ღვინის სურნელი და მისი გემო იწვევს." -წერს Vogue-ის ჟურნალისტი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge