png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.12.2018
  • 15:20
ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა - გიორგი მარგველაშვილი

მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“, - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდება და ამით "დამთავრდება უხერხული ღიმილი". 

მისივე თქმით, კითხვის ნიშნები, რომელიც მმართველობასთან დაკავშირებით არსებობს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებით მოიხსნება.

„ამის თაობაზე თავიდანვე ვსაუბრობდი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. რაც ახლა ხდება და რაც კითხვის ნიშანს ბადებს სახელმწიფოებრიობის მიმართ, გახდებოდა გასაგები. ჩემთან ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა თუ რა სახელმწიფო მოწყობა გვაქვს. იციან საპრეზიდენტო რესპუბლიკები, მონარქიები და ა.შ. თუმცა ეს მოწყობა არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ეს კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მიმართ. ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ამით, როგორც ერთ სიმღერაშია, „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. გარდა ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge