png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება

  • საზოგადოება
  • 12.12.2018
  • 12:29
თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება

თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატელევიზიო ანძის პროექტზე ჩვენ არჩევნების წინაც ვსაუბრობდით. ვიდეოკლიპიც კი გვქონდა გაკეთებული. თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის „კოკო არქიტექსტი“. ამ კომპანიას ამდაგვარი ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მერიაში რამდენიმე ვერსია განვიხილეთ და მოხდა შეჯერება ორ ვარიანტზე. ამ განხილვებში ჩართული იყვნენ ჩვენი კულტურული საბჭო წევრები, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ორივე პროექტი წარადგინა და აღნიშნა, რომ ანძაზე მოეწყობა რესტორანი, ასევე არის შესაძლებლობა, ზემო ნაწილზე იყოს პანორამული გადმოსახედი.

„გვაქვს ორი პროექტი, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ ინტერნეტსივრცეში, აქაც გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრდი, ეს არის მუხიანის პროექტი რადიოქალაქი, მას უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge