png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 12.12.2018
  • 12:22
წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი - კახა კალაძე

წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი, მომავალი წელი უნდა იყოს სიყვარულის წელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„უმთავრესი, რისი ნაკლებობაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქალაქში ნათლად იგრძნობა, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ველა კარგი და დიდი საქმის კეთების,  არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის მიმართ, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ, მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენ დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი.

ვისურვებდი, რომ სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახლის წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას, სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი.

შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, მაგრამ  ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად. უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ის, რაც დღეს ხდება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავის სიამოვნებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. მინდა, მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი“, – აღნიშნა კალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge