png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თქვან, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თავადაც - აბაშიშვილი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე

  • პოლიტიკა
  • 12.12.2018
  • 12:08
თქვან, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თავადაც - აბაშიშვილი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე

მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია.

"ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი ამერია. მინდა, მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თავადაც, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის, მათ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ.

გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს მასში სწორი, მაშინ, ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე. მინდა, ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ვიდრე ისინი აბსურდს ჰქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათ წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ, რომ საკუთარ აბსურდში ეს ახალგაზრდები მათ დაარწმუნებდნენ", – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს და უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge