png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ს ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.12.2018
  • 11:18
აშშ-ს ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად - თამარ ჩუგოშვილი

აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის საკითხზე Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციათან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კითხვა თვითონ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტია, ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს. მისივე თქმით, მსგავსი რამ მიუღებელია.

„აშშ-ს ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის და თვითონ აშშ-ში იციან ძალიან კარგად. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ზოგადად, ელჩები საქართველოს გარდა, ძალიან ბევრს ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული და ეს თავიანთი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა Foreign Policy წერს, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge