png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კონგოელ ქირურგსა და ერაყელ უფლებადამცველს გადაეცა

  • მსოფლიო
  • 11.12.2018
  • 09:47
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კონგოელ ქირურგსა და ერაყელ უფლებადამცველს გადაეცა

2018 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კონგოელ ქირურგს  - დენის მუკუეგეს და ერაყელ უფლებადმცველს - ნადია მურადს გადაეცათ.

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა. ცერემონიას ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

დენის მუკუეგეს და ნადია მურადს პრემიები შეიარაღებული კონფლიქტების დროს იარაღის სახით სექსუალური ძალადობის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაეცათ.

დენის მუკუეგე, რომელსაც ასევე უწოდებენ „საოცარ ექიმს“, ცნობილია, როგორც პანზის ჰოსპიტლის დაამარსებელი, სადაც სამედიცინო დახმარებს უწევენ ქალებს, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლნი გახდნენ.

ნადია მურადი 1993 წელს დაიბადა. ის აქტიურად არის დაკავებული ადამიანის უფლებების დაცვით. რამდენჯერმე აქვს მიღებული მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო. ის ეთნიკური უმცირესობის - იეზიდების წარმომადგენელია, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობენ. 

მუკუეგემ ოსლოში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, რომ აუცილებელია ძალადობის მსხვერპლთათვის შეიქმნას საკომპენსაციო ფონდი, რომ მათ შეძლონ ცხოვრების თავიდან დაწყება. ხოლო ნადია მურადმა, რომელიც თვითონაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, აღნიშნა, რომ აუცილებელია დამნაშავეთა დასჯა, რათა მსხვერპლებმა შეძლონ აღიდგინონთ თავიანთი ღირსება.

სხვა პრემიებთან ერთად მშვიდობის პრემია ქიმიკოს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს - 10 დეკემბერს გაიცემა. სწორედ ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, მშვიდობის პრემია ლაურეატებს ოსლოში გადაეცემათ და არა სტოკჰოლმში. ალფრედ ნობელი 1896 წელს გარდაიცვალა.

პარალელურად შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მედიცინის, ქიმიის, ფიზიკისა და ეკონომიკური მეცნიერების სფეროებში  პრემიები გადაცემის ცერემონია გაიმართა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge