png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად რჩებიან ქალები, შშმ პირები ლგბტ თემი - სახალხო დამცველის ანგარიში

  • საზოგადოება
  • 07.12.2018
  • 12:25
დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად რჩებიან ქალები, შშმ პირები ლგბტ თემი - სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა.

ომბუდმენის ინფორმაციით, საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. აპარატის ცნობით, დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები.

"საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ეტაპზე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლიდან ითხოვს და რაც სახალხო დამცველის მანდატს უფრო ეფექტურს გახდის. აღნიშნული ცვლილებები მათ შორის, გულისხმობს კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახალხო დამცველისთვის გამოთხოვილი ინფორმაციის და მიღებული რეკომენდაციის განხილვის შედეგების მიწოდების ვალდებულებას, ასევე, სასამართლოსთვის მიმართვის სამთვიანი ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები. 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა. აღნიშნულის მიზეზად საზოგადოების ნაწილის მიერ ამ პრობლემის შესახებ დისკუსიის დაწყება შეიძლება მივიჩნიოთ. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში გვხვდება. შესაძლო დისკრიმინაციის შემთხვევები იკვეთება ასევე სოციალური სარგებლის მიღებისას.

მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების მაჩვენებელი, მათი პრევენცია კვლავ პრობლემად რჩება. ნეონაცისტური და რადიკალური ჯგუფების გაძლიერების და გაზრდილი სიძულვილის ენის გამოვლენის ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2018 წელს 1 მოქალაქის მკვლელობის საქმე სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით სიძულვილის მოტივით იქნა ჩადენილი. ამასთან, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი", - ნათქვამია წლის შემაჯამებელ ანგარიშში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge