png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დაფინანსების შემცირების ინიციატივა კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება - გიორგი აბაშიშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.12.2018
  • 15:41
დაფინანსების შემცირების ინიციატივა კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება - გიორგი აბაშიშვილი

ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონი ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მთლიანად გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ინიციატივაას "სრულიად არაკვალიფიციური" უწოდა.

მისივე განცხადებით, სარეზერვო ფონდიდან მარტო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პერიოდში, 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დევს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტი, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ უნდა კითხოს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე, გარდა იმისა ვინც ამას ახორციელებს? არავის ჩვენთვის ეს არ უკითხავს, ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, ვისაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა. განსაკუთრებით მინდა გამოეხმაურო სარეზერვო ფონდის პრაქტიკულად გაუქმებას, მთლიანად წაღებულია ის თანხა, რაც სარეზერვო ფონდში იყო განსაზღვრული. სარეზერვო ფონდიდან მარტო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პერიოდში, 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა,რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას. მათ შორის, მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივეს, გიორგი მარგველაშვილი სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან ახორციელებდა. ახლა შემდგომი პრეზიდენტი, სრულიად გაურკვეველია, როგორ განახორციელბს მსგავსი ტიპის ინიციატივებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge