png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიუხედავად მძიმე და აგრესიული ფონისა, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 30.11.2018
  • 14:58
მიუხედავად მძიმე და აგრესიული ფონისა, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება - ირაკლი კობახიძე

მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ მუშაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისი ორგანოების მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა კიდევ ერთხელ მათ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა თავისი ფუნქციები და უზრუნველყო არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარება. მადლობა მინდა გადავუხადო დამკვირვებლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება ეუთოს რეკომენდაციებზე გაამახვილა და მათ წარმოდგენილი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს და რაც პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობაა.

„მე განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანი ეუთოს რეკომენდაციებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მინდა, მათ, ზოგადად, მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში - ეს არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი, პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ ეს პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge