png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, მასთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას ბლოკავს - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2018
  • 11:06
ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, მასთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას ბლოკავს - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, bbc-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, ეს რუსეთთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას ბლოკავს. BBC-ის რუსული ბიურო საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

BBC: თვქენ რამდენჯერმე ახსენეთ რუსეთი. ვინ არის თქვენთვის ვლადიმირ პუტინი?

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც მის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, შესაძლოა ვლადიმირ პუტინი სხვა ადამიანი იყო, ვიდრე დღეს არის. რადგან მაშინ რუსეთი დათანხმდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანას.

არ ფიქრობ, რომ დღესაც ასე მოხდებოდა, თუნდაც იგივე დიპლომატიური შესაძლებლობები მქონოდა. ვფიქრობ, რომ ახლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, მასთან დიალოგის ყოველგვარ შესაძლებლობას ბლოკავს.

მომავალში მსგავსი რამისთვის ჩვენ ისეთივე კონფიგურაცია გვჭირდება, როგორც იმ დროს იყო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, კონკრეტულად:  ახლოს უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტიონერებთან.

იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლა გვაქვს, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით არ შეიძლება მარტო დავრჩეთ. ამიტომ ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან - მათ გვერდით და მათ ზურგს უკან, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge