png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და გეგმებს გააცნობენ

  • პოლიტიკა
  • 29.11.2018
  • 10:02
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და გეგმებს გააცნობენ

დღეს, 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და გეგმებს გააცნობენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა,  გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და გეგმებს გააცნობენ.

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბოლოო შეედგვს ველოდებით, რომელიც ცესკომ უნდა მოგვაწოდოს, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს. მაგრამ სახიფათო ინციდენტები გრძელდება. ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში დაძაბული ვითარებაა, არ გაჩერებულა ჩვენი ქოლცენტრი ზარებისგან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან შემოდის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი, ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,78 პროცენტი დაითვალა. წინასწარი შედეგების შედგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,55% (1146248 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,45%–ს (778464).

28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს.მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა  3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.

არჩევნებს აკვირდებიოდა საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 2 300-მდე ჟურნალისტი.  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი  კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით,  შევა ძალაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge