png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში, კოორდინატორმა on.ge-ს ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

  • საზოგადოება
  • 28.11.2018
  • 17:16
თბილისში, კოორდინატორმა on.ge-ს ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, 54-ე საარჩევნო უბანზე კოორდინატორმა on.ge-ს ჟურნალისტ სალომე ჩადუნელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

კითხვის დასმის შემდეგ სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ჟურნალისტს ჯერ მობილური დააგდებინა ხელიდან, შემდეგ კი მხარში ჩაარტყა ხელი. 

"თავხედი, ძუკნა! თავზე დაგალეწავ მაგ ტელეფონს და მერე ნახავ, უზრდელი ხარ", - მიმართა კოორდინატორმა ჟურნალისტს და უთხრა, რომ მას სააკაშვილისგან ფული ჰქონდა აღებული.

ცნობისთვის, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა გლდანშიც მიაყენეს. 

უბანთან ახლოს მყოფ ორ კოორდინატორს  "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ჰკითხა, რას აკეთებდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

"აგერ ველოდები მანქანით მივდივარ. ნაციონალები უნდა ამოვძირკვო", - თქვა ქალმა და კითხვის შემდეგ, ვინ დაავალა "ნაციონალების" ამოძირკვა, ის ჟურნალისტს ხელით შეეხო და ტელეფონის დაზიანება სცადა.

"ამ ტელეფონს ავიღებ და მოგიბრუნებ კარგად. რატო იღებ? გაუზრდელო, სად გაიზარდე? ნუ იღებ, არ მჭირდება შენი გადაღება", - უთხრა ქალმა ჟურნალისტს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge