png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება- ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 28.11.2018
  • 14:52
გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება- ირაკლი კობახიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით. ბუნებრივია, ამ მასშტაბის გაყალბების თავი მათ დღეს არ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას, მათ ამის შანსი არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ ნაცმოძრაობის წარმომადგენლების შეშინებული სახეები, როდესაც ისინი საუბრობდნენ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემას აუცილებლად ექნება უმკაცრესი რეაგირება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ლაგოდეხის მე-15-ე უბანზე მომხდარ სამართალდარღვევაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ამ უბანზე ნაცმოძრაობის წევრს საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვა მოსთხოვეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge