png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს დარღვევა არ არის - ანა მიქელაძე

  • საზოგადოება
  • 28.11.2018
  • 11:57
თუ კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს დარღვევა არ არის - ანა მიქელაძე

თუკი რომელიმე პარტიის კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით, დარღვევა არ არის, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სამაგიდო სიებს და ზოგადად სიებს, მისი განმარტებით, არსებობს სიის სამაგიდო ვერსია, რომელიც აქვთ მხოლოდ რეგისტრატორებს და არსებობს სიის საჯარო ვერსია, რომელიც არის გაკრული.

„ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართული ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსა და ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, თუკი გარეთ, რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის”, – განაცხადა ანა მიქელაძემ, რომელმაც აქვე განმარტა, რომ სიების საჯარო ვერსიას ახლავს ფოტოები, თუმცა მასზე არ არის დატანილი პირადობის მოწმობის ნომერი.

მისივე თქმით, აგიტაცია უშუალოდ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში, იქ სადაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა კანონმდებლობით აკრძალულია, საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია არის დასაშვები.

„ხმის მიცემის პროცესი არის ფარული, თუმცა ჩვენ ამომრჩევლებს ასევე მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. იმ შემთხვევაში თუკი თავად ამომრჩეველი აცნობებს ამის შესახებ ინფორმაციას, თუ ვის მისცა ხმა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს დარღვევა არ არის. თუმცა ჩვენ საარჩევნო უბანზე რა თქმა უნდა, ვითხოვთ და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისაგან. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, კაბინაში აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება და ხმის მიცემის პროცესი არის ფარული”, – დასძინა ანა მიქელაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge