png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებული იქნება იმთელი ქვეყნის მასშტაბით - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.11.2018
  • 11:32
არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებული იქნება იმთელი ქვეყნის მასშტაბით - თამარ ჩუგოშვილი

სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელებული იქნა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებულნი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის მხრიდან ადგილი აქვს და მცდელობა არის რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი.

"არჩევნების პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადასტურებენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების და რუსთავი 2-ის მხრიდან ადგილი აქვს და მცდელობა არის რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი.

სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელებული იქნა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებულნი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

ამიტომ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს მოვუწოდებთ, ნუ შეეცდებიან პროცესების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევა იყოს და ეს ასე არ არის.

მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად. გვაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ კანონისმიერი პასუხით უპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას, რაც თქვენს მიმართ შეიძლება განხორციელდეს.

ყველა დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება, შესაბამისად არ მისცეთ არავის შესაძლებლობა დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში,. ეს არის მოწოდება პირველ რიგში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და შემდგომ დანარჩენი პირების მიმართ, რომელნიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge