ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს
- საზოგადოება
- 28.11.2018
- 11:11
ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონი დაარღვიეს.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მე-20 და 81-ე უბნებიდან „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებლები უმიზეზოდ, ხმაურის გამო გამოაძევეს. მე-20 საარჩევნო უბანზე პირადად იმყოფებოდა „ნაციონალ;ური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.
ზოდელავა აცხადებს, რომ დამკვირვებლების გაძევების გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს. მისივე თქმით, თუ დამკვირვებლების გაძევებას ექნება მასობრივი და ტენდენციური ხასიათი, მომხდარს სხვა შეფასებას მისცემენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200