png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დღეს უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 28.11.2018
  • 10:26
დღეს უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება - გიორგი ვაშაძე

საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, სრულიდან ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება,  - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

“პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, მართლაც სრულიდან ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება, უნდა დავიწყოთ ის, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას. ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ საარჩევნო პერიოდში, ეს ალბათ მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩვნო პროცესში აი, ასეთი უდიერად მოპყრობა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან. მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყანარად მივედით მეორე ტურამდე”, - აღნიშნა ვაშაძემ.

მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

”მთავრი, რასაც მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს, მოდით საარჩევნო უბანზე, მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენი ბიულეტინი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ, ეს უნდა გვახსოვდეს აბსოლუტურად ყველას და მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება, დარღვევებს ამ წუთისთვის, რაც მასიურად ფიქსირდება სამწუხაროდ ყველგან და განსაკუთრებით, მაგალითად გურჯაანიის რაიონში. აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ეს არის პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ, ისევ და ისევ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით. ელემენტარული ნორმები დაიცავით და შეეშვით ამ ძალადობას, რაც ახლა ამ წუთებში გრძელდება თქვენი მხრიდან” - განაცხადა ვაშაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge