png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პატიმრებმა მოვიყვანეთ ხალხი არჩევნებზე, ვატო შაქარაშვილის სიყვარულით კი არ მოსულა იქ ვინმე - გიორგი გაბედავა

  • საზოგადოება
  • 27.11.2018
  • 16:50
პატიმრებმა მოვიყვანეთ ხალხი არჩევნებზე, ვატო შაქარაშვილის სიყვარულით კი არ მოსულა იქ ვინმე - გიორგი გაბედავა

გიორგი გაბედავა „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალადობრივი და რეპრესიული სისტემა არ შეცვლილა, გამოიცვალა მხოლოდ მმართველი პარტია, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ამის გამო, მან ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა, რის შემდეგაც გაბედავას წინააღმდეგ ძალადობრივი მანქანა ამოქმედდა, რის გამოც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

მისი თქმით, 5 თვეა, შვედეთში, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს და პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება.

„პატიმრებმა მოვიყვანეთ ხალხი არჩევნებზე, ვატო შაქარაშვილის სიყვარულით კი არ მოსულა იქ ვინმე და ირაკლი კობახიძის თმა კი არ მოსწონდა ვინმეს. ჩვენ მოვიყვანეთ ეს ხალხი არჩევნებზე და ჩვენი, პატიმრების ხათრით მოდიოდა ხალხი არჩევნებზე. სამი თვის მანძილზე მალოდინეს ციხეში, რომ სიმართლე დამემტკიცებინა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ სასამართლოში შევიტანე და არც კი იხილავენ ჩემს საქმეს. მე უბრალოდ ვებრძოდი რეჟიმს და მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ რეჟიმი იგივე დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ მიეყიდა „ოცნებას“, ყველას ასეთ დღეში ჩააგდეს. მე არ მინახავს ადამიანი, "ოცნებას" არ მიეყიდოს და შავ დღეში არ იყოს. პირდაპირ გეუბნებიან, შენ თუ ცუდს დაწერ ჩვენზე, ამ პოსტს თუ არ წაშლი, შენ თუ ამ ფარულ ჩანაწერს არ წაშლი, ოჯახს გაგინადგურებთ, ცოლი გყავთ, ფრთხილად იყავი, ფეხი არ წამოდოს, მუცელი არ მოეშალოს, ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან, "ნაცები" არ კადრულობდნენ ამას,“- განაცხადა გიორგი გაბედავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge