png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლას სამხრეთ კორეის უნივერსიტეტი დააფინანსებს

  • საზოგადოება
  • 26.11.2018
  • 16:02
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლას სამხრეთ კორეის უნივერსიტეტი დააფინანსებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დღეს, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UST) წარმომადგენლები შეხვდნენ და საინჟინრო დარგების მიმართულებით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ზუმბურიძემ აღნიშნა, განათლების ინტერნაციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი საინტერესო წინადადებით ეწვია ტექნიკურ უნივერსიტეტს. მისი თქმით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი კრიტერიუმები, რითაც სამხრეთ კორეელი კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს UST-ის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართავენ.

„ინტერნაციონალიზაცია ძალიან საინტერესო მიმართულებაა მთელ მსოფლიოში, რასაც  არაერთი დადებითი მხარე აქვს. როდესაც სტუდენტი მიდის სხვა ქვეყანაში რაიმე კონკრეტული კურსის შესასწავლად, ის ასევე ეცნობა იმ ქვეყნის ცივილიზაციას, ტრადიციას, კულტურას, რაც მნიშვნელოვანია  მისი მომავლისთვის. სამშობლოში დაბრუნებული ასეთი სტუდენტები უკვე სხვა კუთხით აფასებენ საერთაშორისო პროცესებს, რაც უთუოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, მიიწვიოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბაკალავრები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად და ჩართოს ისინი თავის სასტიპენდიო პროგრამებში. მსგავსი წინადადებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჯერ არც ერთ უცხოურ უნივერსიტეტს არ მიუმართავს. ამდენად, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი სტუდენტებისთვის. კორეულ უნივერსიტეტს, პრაქტიკულად, ყველა საინჟინრო-ტექნოლოგიური სპეციალობა აქვს და იმის რესურსიც გააჩნია, რომ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლება ინგლისურ ენაზე წარმართოს, ამასთან, თითოეული სტუდენტისთვის უზრუნველჰყოს საცხოვრებელი პირობები და სტიპენდია 1500 დოლარის ფარგლებში. სამხრეთ კორეელი კოლეგები, საწყის ეტაპზე, ყოველწლიურად ხუთი სტუდენტის სწავლის სრულად დაფინანსებას გვთავაზობენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ბაკალავრის დიპლომი და ინგლისურ ენაში „ტოიფელის“ სერთიფიკატია“, – განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.

სამხრეთ კორეის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (University of Science and Technology – UST), რომელიც 2003 წელს დაარსდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანებაა. მისი კამპუსები განთავსებულია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სეული, სუვონი, ჩონგონი, ანსანი, სეონონმენი და დიჯეონი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge