png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინაში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, რომელსაც სჭირდება სერიოზული რეაგირება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების –გიგი წერეთელი

  • პოლიტიკა
  • 26.11.2018
  • 11:56
უკრაინაში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, რომელსაც სჭირდება სერიოზული რეაგირება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების –გიგი წერეთელი

უკრაინაში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ამ საკითხს ეუთო-შიც განიხილავენ.

„ძალიან საგანგაშო ფაქტია. დღეს მქონდა საუბარი უკრაინის რამდენიმე ლიდერთან. გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგრამ არა სრულმასშტაბიანი.

ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის. ჩვენ ეუთო-ში გვექნება ამ საკითხის სერიოზული განხილვა. ამის მიტოვება, გულგრილობა ნამდვილად არ შეიძლება. ეს არის ძალიან სერიოზული, უხეში ფაქტი სუვერენიტეტის დარღვევის და კიდევ ერთი ფაქტი მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge