png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 23.11.2018
  • 15:42
დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა

დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა. ინიციატივა მოძრაობას „არა ნაციზმს“ ეკუთვნის. როგორც სახალხო მოძრაობის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება.

„ეს იყო 14 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, გიორგობას, ეკლესიის წინ ერთადერთი შვილი დამიხვრიტეს, უდანაშაულო. ეს ჩემი ოცნებაა, დიდი ხნის სურვილი. ბუტას მერე ქუჩაში 162 ბიჭი დაიხვრიტა. მინდოდა, მათ სახელზე მარადიული ხსოვნა და მემორიალი ყოფილიყო. აგერ, ჩემ გვერდით არის მხატვარი ვლადიმერ სტურუა, რომელმაც მემორიალი გააკეთა კეთილი ნებით, ჰონორარის გარეშე. მინდა, საჯაროდ ვუთხრა მადლობა. ასევე მადლობა გადავუხადო მეგობრებს, მეზობლებს, რომლებმაც მემორიალის შექმნაზე იზრუნეს, ამისათვის მადლობა მათ ყველას.

მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობა. ეს მემორიალი მარადიულ ხსოვნად დარჩება. სააკაშვილისა და რეჟიმის დაბრუნება არასოდეს უნდა დავუშვათ. არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს ტრაგედიები, რომლებიც წლების წინ დატრიალდა“, – განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

მემორიალის გახსნას მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ამასთან, მემორიალის გახსნას დაესწრო პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge