png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქოცები თავიანთ ხალხს აყენებენ ფოტოს გადასაღებად და მერე ამბობენ ევროპელები ტოვებენ ოფისებსო - სერგი კაპანაძე

  • პოლიტიკა
  • 23.11.2018
  • 13:23
ქოცები თავიანთ ხალხს აყენებენ ფოტოს გადასაღებად და მერე ამბობენ ევროპელები ტოვებენ ოფისებსო - სერგი კაპანაძე

ქოცები თავიანთ ხალხს აყენებენ ფოტოს გადასაღებად და მერე ამბობენ, აი, ევროპელები ტოვებენ ოფისებსო, - წერს Facebook-ში ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროპულ საქართველოს მისი წევრები ტოვებენ.

 

“ბოლო დღეებში ქოცები და სუსი ისტერიულად დგამენ შოუებს, რომ ვითომ, ევროპული საქართველოდან ხალხი მიდის, რადგან მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭირეთ მხარი. რეალობა კი სულ სხვაგვარია.

ჩვენ ყველგან ვთანამშრომლობთ ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სალომე არ გახდეს პრეზიდენტი და ოლიგარქმა თავისი მორიგი ხუშტური არ შეასრულოს.

აჭარაში რამდენიმე ადამიანი იყიდეს და იქედან ნაწილი უკან დაბრუნდა, რადგან ვერ გაერკვნენ რაში ყოფდნენ თავს. გორშიც იგივე. თერჯოლიდან საერთოდ არავინ წასულა, თუმცა შოუ დადგეს, წავიდნენო. ტყიბულიდან ორი აქტივისტი წავიდა, აქედან არც ერთი არ იყო აქტიური. ვანის ოფისიდან არავინ წასულა, ერთმა ადამიანმა აპრილში დატოვა პარტია არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, დანარჩენები უბრალოდ მხარდამჭერები იყვნენ. რუსთავში ერთი კაცი წავიდა. აქედან, არც ერთი არ იყო არც რეგიონული ლიდერი და არც რაიმე მნიშვნელობის მქონე ფიგურა. ძირითადად ქოცები თავიანთ ხალხს აყენებენ ფოტოს გადასაღებად და მერე ამბობენ, აი, ევროპელები ტოვებენ ოფისებსო.

მესმის, რომ მძიმე დღეშია ქოცობა. ახლა უნდათ ჩვენება, რომ ევროპული საქართველოს 180 000 მხარდამჭერი გაბრაზებულია, ვაშაძეს მხარს არ უჭერს და სალომეს მხარეზეა, მაგრამ ეს უბრალოდ აგონიაში მყოფი ხელისუფლების ტყუილია. ოპოზიცია ამ არჩევნებს აუცილებლად მოიგებს“, -წერს სერგი კაპანაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge