png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი –გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 23.11.2018
  • 11:56
ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი –გიორგი ვაშაძე

ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი , – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარისას განაცხადა.

„ჩვეულებრივი ადამიანიც რომ მოისმენს ნახავს, რომ საერთოდ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობს, აბსოლუტურად სხვადასხვა თემებზე არის საუბარი. საერთოდ, ამ საარჩევნო პერიოდში ბაქრაძეს პირადად არ შევხედრილვარ.

ისრაელი საერთოდ რა შუაშია ვერ გავიგე. ისრაელში საერთოდ ნამყოფი არა ვარ, თუ ძალიან გაინტერესებთ საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ყველაფერს აქვს საზღვარი. სინთეზატორითგაკეთებული ხმა ჩემი ხმა არ არის. ეს საერთოდ ჩემი ლექსიკონი არ არის. ძალიან კარგად მიცნობს მთელი საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანი. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“? მივმართავ მათ – სასაცილოები ხართ.

მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ ორი ადამიანი საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკება. დამზადებულია ხმების სინთეზი. ეს ორი ადამიანი საერთოდ არ ესაუბრება ერთმანეთს, ერთი სხვას ამბობს, მეორე სხვას“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური კონტაქტი არ აქვს და როგორც თავად ამბობს, არ ახსოვს, როდის ესაუბრა ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

ამასთან, ვაშაძის განცხადებით, უკრაინაში მიემგზავრება და უკრაინელ სამართალდამცველებს სთხოვს, აღნიშნული ჩანაწერის შესახებ გამოძიება ჩაატარონ.

„არ მაქვს ინტენსიური კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთნ და არ მახსოვს როდის ვესაუბრე მას ბოლოს. ნუ გეშინიათ, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება.რა რევოლუცია, ვის სცალია რევოლუციისთვის, ქვეყანა ასაშენებელია და ამდენი საქმეა გასაკეთებელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge