png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო - გია აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს

  • საზოგადოება
  • 22.11.2018
  • 15:09
ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო - გია აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს

დღეს საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატი არის ის ადამიანი, ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელსაც მე პირადად ჩემს საქმეში ვდებ ბრალს. მას არ ეყო არც ვაჟკაცობა, არც კაცობა. ჩემზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც თითქმის დღეში სამჯერ მასთან მიწევდა ურთიერთობა გადაღებაზე, ყველაფერს უარყოფს, ამბობს, თითქოს არ მიცნობს, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ფოტორეპორტიორები სრულად გამართლდნენ.

მისი თქმით, ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გააატარეს და სისულელეები „აღიარებინეს“.

„ჩვენ, ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გაგვატარეს და სისულელეები „გვაღიარებინეს“. დღეს საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატი არის ის ადამიანი, ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელსაც მე პირადად ჩემს საქმეში ვდებ ბრალს. მას არ ეყო არც ვაჟკაცობა, არც კაცობა. ჩემზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც თითქმის დღეში სამჯერ მასთან მიწევდა ურთიერთობა გადაღებაზე, ყველაფერს უარყოფს, ამბობს, თითქოს არ მიცნობს. მათი სატელევიზიო კომენტარები მერე მოვისმინე, როცა საპატიმროდან გამოვედი, რომ ის ბრალს მდებდა პირადად, რომ მე ვიყავი ჯაშუში.

დღევანდელი განაჩენი არის შენი განაჩენი, გრიგოლ ვაშაძევ.  ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო, შენ იმის ვაჟკაცობა არ გეყო, რომ გამოსულიყავი და გეთქვა, ეს ხალხი უდანაშაულოა. ციხეში გვიშვებდი არაფრის გამო, რადგან შეგეშინდა ვანო მერაბიშვილის ზარის. მაგაზე უნდა გასცე პასუხი. ყველა ჩვენნაირი ადამიანი კი 28-ში გაგცემთ პასუხს, ვინც უდანაშაულოდ აწამეთ და უსამართლობაში გაატარეთ“, – განაცხადა გია აბდალაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge