png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ივანიშვილს მოვუწოდებ თავი დაანებოს თაღლითობასა და გადაგდებას და მოიტანოს ის, რაც წაიღო - ნათელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.11.2018
  • 13:52
ივანიშვილს მოვუწოდებ თავი დაანებოს თაღლითობასა და გადაგდებას და მოიტანოს ის, რაც წაიღო - ნათელაშვილი

ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულის საუკუნო ტყუილიდან გადავიდა ათასწლეულის გადაგდებაზე, შეგვპირდა რა, ისედაც უიმედო ვალების ჩამოწერას, რომელსაც არავინა გადავიხდიდით, - ამის  შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მორიგ თაღლითობაზე წავიდა.

„ნაცვლად იმისა, რომ სამას პროცენტიანი საბანკო სესხი ჩამოეყვანა ევროპულ 3-5 პროცენტამდე, კონკრეტულ კატეგორიაზე საერთოდ უპროცენტო სესხები დაეწესებინა, გაეუქმებნა დამანგრეველი ტოტალიზატორები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გამოეხსნა დაყადაღებული სახლები და ქონება, გაეთავისუფლებნა პენსიონერები 35 პროცენტიანი საპენსიო სესხისგან, ის კვლავ წავიდა მორიგ წინასაარჩევნო აფიორა თაღლითობაზე, რაც არ შეიძლება მას ეპატიოს. დარჩა კიდევ რამდენიმე დღე იმისათვის, რომ მოიტანოს საყდრისიდან წაღებული ოქროს სამმილიარდიანი მითვისებული რესურსი, დაიწყოს საბანკო ტყვეობიდან ხალხის გათავისუფლება. სხვა შემთხვევაში ის მილიარდებთან ერთად ყველაფერს დაკარგავს”, - ამბობს ნათელაშვილი.

მისი თქმით, გადაუხდელი ვალები ისედაც არ გადაიხდებოდა, რადგან ადამიანების მიერ არანაირი ქონება არ იყო ჩადებული.

„მე მოვუწოდებ დაანებოს თავი თაღლითობას და გადაგდებას და მოიტანოს ის რაც წაიღო. ეს გადაუხდელი ვალები, ისედაც არ გადაიხდებოდა, ამ ვალებზე არაფერი არ იყო ჩადებული ადამიანების მიერ. არც მანქანა არც სახლი, არც ქონება. ეს დაახლოებით არის უბნის მაღაზიაში უბნის ბიჭების ნისიების ჟურნალები რომ არის, იმაზე უფრო მეტად გადაუხდელი ვალების თაობაზეა საუბარი. მოსახლეობას აწუსებს არა ეს, არამედ სახლებს, რომ კარგავენ, 300 პროცენტიანი და 1500 პროცენტიანი კაბალური საბანკო პრიოცენტების გამო და რომ დაკარგეს უკვე სა ქუჩაში დარჩნენე, ეს აწუხებს ხალხს და პროცენტის დაწევა უნდათ”, - აცხადებს ნათელაშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge