png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპამ ივანიშვილსა და მის დამქაშებს წითელი შუქი აუნთო - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.11.2018
  • 10:21
ევროპამ ივანიშვილსა და მის დამქაშებს წითელი შუქი აუნთო - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპამ „ქართული ოცნების“ მთავრობას წითელი შუქი აუნთო. 21 ნოემბერს გამართულ სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

"ევროპარლამენტში ახსენეს ოლიგარქი არაერთხელ, ხმების მოსყიდვა, არჩევნების და ხმების ყიდვა და ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა, რაც არის პირდაპირი გაყალბება არჩევნების. ერთი სიტყვით ყველაზე მძიმე ცოდვები, რაც შეიძლება იყოს ევროპელის თვალში, რაც ხდება საქართევლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ გამოიღვიძა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა ოლიგარქ ივანიშვილს, ამ ქურდბაცაცას, ამ ხმების ქურდს, არ მოაპარინებს ქართველი ხალხის არჩევანს. ყველაზე წამყვანი ევროპარლამენტარები და კომიტეტის თავმჯდომარე მაკალისტერი საუბრობდა ამაზე, ვიღაცები კი არა“ - უთხრა ბრიუსელში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ექს-პრეზიდენტის თქმით, არ ახსოვს ამ შენობაში „ასეთი გაფარჩაკებული საქართველო,“ რაც არ უხარია, რადგან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „საქართველო ამოწეულიყო და ყოფილიყო მსოფლიო რადარზე.“

„სამარცხვინო იყო საქართველოს მთელი მთავრობა, სამარცხვინო იყო ეს ე.წ. მინისტრი, რაც მთავარია დიდი სირცხვილი არა ჩვენს ქვეყანას, არამედ ივანიშვილს და მის დამქაშებს. მათი დრო საქართველოში იწურება და დღეს ევროპამ მათ ნათლად აუნთო ჩემი აზრით, წითელი ბარათი და წითელი შუქი"- განაცხადა სააკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge