png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი პირადობის მოწმობების გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს - მიხეილ ბენიძე

  • საზოგადოება
  • 21.11.2018
  • 13:34
ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი პირადობის მოწმობების გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს - მიხეილ ბენიძე

ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ფაქტები არ დადასტურდება, რადგან თუ დადასტურდა, მაშინ სახეზე გვაქვს რაღაც წინასაარჩევნო სერიოზული დარღვევასთან, რომელიც ძალიან პრობლემატურია, -ამის შესახებ„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა  მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოს კონკრეტული თანამდებობის პირის მხრიდან მათთან გამოჟონილი ინფორმაციის სხვადასხვა ასპექტი საკმაოდ სარწმუნო იყო.

„დანარჩენ ნაწილზე გამოძიება უნდა წარიმართოს და მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი გაეცეს. ჩვენ დამალული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. რა ინფორმაციაც გვაქვს, საჯაროდ ვსაუბრობთ და ზუსტად ეს ინფორმაცია მიეწოდება მათ შორის გამოძიებას“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ბენიძის განცხადებით, არ საუბრობენ, რომელი ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი.

„ჩვენ კონკრეტულმა წყარომ რა ინფორმაცია მოგვაწოდა, ამ ინფორმაციის ნაწილის გადამოწმება შევძელით, რაც კონკრეტული თანამდებობის პირებს და ამ თანამდებობის პირების მივლინებებს ეხებოდა. ასევე, ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, სად არის შესაძლებელი კონკრეტული ID ბარათები დამზადდეს. მართალია ბიომეტრიული ID ბარათების დამზადება, როგორც ჩანს, ყველა ტერიტორიულ ერთეულში შესაძლებელი არ არის. თუმცა ძველი სტილის, ლამინირებული პირადობის მოწმობების დამზადება უფრო მეტ ლოკაციაზეა შესაძლებელი. მე არ ვამბობ, რომელ პირადობებზეა საუბარი. ჩვენი ინფორმაციით, ეს ლამინირებული პირადობები ცალკეულ შემთხვევებში კიდევ მზადდება და ამის შესაძლებლობა არის. ეს ჩვენთან საუბრისას სხვადასხვა წყაროებმა თვითონ დაადასტურეს.

თუ რაღაც გაყალბების მექანიზმზეა სუბარი, მაშინ ბუნებრივია, გვერდის ავლა ხდება იმ ოფიციალური პროცედურების, რა პროცედურებითაც წესით უნდა იბეჭდებოდეს ეს დოკუმენტები. ამიტომ, ეს არის სწორედ გამოძიების დასადგენი საკითხი. ეს არის ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებს სცდება, რომ დავადგინოთ. თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვერ შევალთ და ვერ დავადგენთ, ვინ რას საქმიანობს. ეს სწორედ ის საკითხია, სადაც გამოძიების ჩართულობა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რო გამოძიება ამ ყველაფერს პასუხს გასცემს.

ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ფაქტები არ დადასტურდება, რადგან თუ დადასტურდა, მაშინ სახეზე გვაქვს რაღაც წინასაარჩევნო სერიოზული დარღვევასთან, რომელიც ძალიან პრობლემატურია“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge