png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

  • საზოგადოება
  • 21.11.2018
  • 10:05
ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ხობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, ამავე შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ სამი პაციენტის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„სამწუხაროდ, ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. 66 წლის ქალს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა, სასუნთქი გზების დაზიანებით, უმძიმესი დამწვრობითი შოკით. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული და კრიტიკულია. მიმდინარეობს მკურნალობა მთელი ძალებით“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

გუშინ ამავე შემთხვევის დროს დაშავებული 67 წლის მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების ​თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge