png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამხანაგმა ვაშაძემ დაანონსა ქუჩების გადაკეტვა და არეულობა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს - დავით მაღრაძე

  • საზოგადოება
  • 07.11.2018
  • 15:19
ამხანაგმა ვაშაძემ დაანონსა ქუჩების გადაკეტვა და არეულობა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს - დავით მაღრაძე

ამხანაგმა გრიგოლ ვაშაძემ დაანონსა, თურმე ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს, რუსეთის განზრახვა რა არის, ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში, ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა.

მაღრაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ მონაპოვარი – თავისუფლება უნდა დაიცვას.

„ბოლო პერიოდში საზოგადოებას მადლობას ვეუბნებოდი, რომ პოეზიისთვის მოიცალეს. ახლა მადლობა მინდა გითხრათ, რომ სამშობლოსთვის მოიცალეთ. ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლებისთვის იბრძოლა. მეუბნებიან, ის წლები დაივიწყეო. საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ აპირებენ და სჯობს, დაგვავიწყდეს. თურმე, ხალხმა მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი ტელევიზიით უნდა დაივიწყოს, რომელსაც ისინი ემსახურნენ. არ იცით, რატომ? თურმე, ამ ხალხს ხელისუფლებაში მობრუნდება კიდევ უნდა. როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, მაინც ვფიქრობდი, რომ რუსეთი შიდა პოლიტიკურ სივრცეში უფრო აგენტურულ ქსელს მიმართავდა ხოლმე და ახლა უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ, თავისი ოფიციალური თანამშრომლები მივლინებაში ჰყავთ გამოგზავნილი ვაშაძეებისა და სხვა დანარჩენის სახით. ამხანაგმა ვაშაძემ დაანონსა, რომ თურმე, ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს. რუსეთის განზრახვა რა არის ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ. საქართველო მზით განათებული, ვენახის, ლექსისა და მშვენიერების ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ხალხი მეორე ტურში ადგება და წარმოდგენილ არჩევანს შორის არჩევანს მშვენიერების სასარგებლოდ გააკეთებს“, – განაცხადა მაღრაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა:„როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას, მხოლოდ წარმოიდგინეთ“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge