png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები დღეიდან ძალაში შევიდა

  • მსოფლიო
  • 05.11.2018
  • 10:21
აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები დღეიდან ძალაში შევიდა

აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები დღეიდან ძალაში შევიდა, რომელიც 700-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე ვრცელდება. მათ შორის არიან ირანის ძირითადი ბანკები და ნავთობის ექსპორტიორი და სანაოსნო კომპანიები. სანქციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ისედაც კრიზისში მყოფი ირანული ეკონომიკის სრული პარალიზება. ამერიკული სანქციები ვრცელდება იმ ქვეყნებსა და კომპანიებზეც, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა, რომ აშშ ტოვებს დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, თეირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ გაუქმდა ირანის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები. ტრამპის პოზიციას, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არღვევს, არ ეთანხმებიან დოკუმენტის ხელმომწერი სხვა ქვეყნები. თავის მხრივ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციების მიზანია შეწყდეს ირანის მტრული მოქმედებები, მათ შორის კიბერთავდასხმები, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ახლო აღმოსავლეთში მოქმედი რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერა.

სანქციების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს, ირანში გაიმართა მრავალათასიანი ანტიამერიკული დემონსტრაციები. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაწვეს შეერთებული შტატების დროშები და ამერიკული დოლარები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge