png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მივმართავთ ზურაბიშვილს, ივანიშვილსა და მათ გუნდს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა ისინი "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას - ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 01.11.2018
  • 15:44
მივმართავთ ზურაბიშვილს, ივანიშვილსა და მათ გუნდს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა ისინი "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას - ბოკერია

„ევროპული საქართველო" სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ გუნდს კითხვით მიმართავს, იღებენ თუ არა ისინი "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მხარდაჭერის მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაადასტურებს ამ ჯგუფების შექმნაში მის მონაწილეობას.

„ამ ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს ხელისუფლების დაკვეთით ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პუტინთან დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალები. გუშინ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს „პატრიოტთა ალიანსმა" და „ქართულმა მარშმა", ასევე სხვა წვრილმა ჯგუფებმა, რომელთა შესახებ ყველაფერი ცნობილია. მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ პოლიტიკურ ჯგუფს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა მხარდაჭერას ამ ჯგუფებისგან, გეგმავენ თუ არა რომ შეირგონ, თუ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი აქვთ. თუ არ გაემიჯნებიან და პოზიციას არ დაადასტურებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ, თუ რატომ არ შეიძლება პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს ამ ადამიანს", - განაცხადა ბოკერიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ გუნდისთვის, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მსგავსი ჯგუფები მისაღები არიან, ის გუნდი თვითიდენტიფიკაციას ახდენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge