png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერთ წელიწადში ახალი ხალხით შევავსებთ პარტიას, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ - ბიძინა ივანიშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.10.2018
  • 13:18
ერთ წელიწადში ახალი ხალხით შევავსებთ პარტიას, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ - ბიძინა ივანიშვილი

ერთ წელიწადში აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებთ პარტიას, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ამით გაქრება უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცეებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სახელმწიფო იოლად ამოაყირაონ. 

„გასაგებია ახლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი, რომელთა ნაწილი გაქცევაშია, რა სიტყვებს ხმარობენ. გუშინ გამოვიდა მათი ლიდერი და პრეზიდენტი და როგორ სიტყვებს ხმარობენ ამ ქალბატონის მიმართ, რომელსაც მე მოწიწებით ვექცევი, რამეთუ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია.

ჩემი დაბრუნების აზრი ორად რომ გავყოთ ასე გამოვა: პირველი არის ის, რომ აღარ დარჩეს იმის ცდუნება, რომ სახელწიფოს დაშანტაჟება შეუძლიათ ვიღაცეებს, მათ შორის კრიმინალებს, ან ბიზნესმენებს, რომლებსაც რაღაცის გადახდა არ უნდათ ბიუჯეტში, ან ბიზნესმენებს, რომლებმაც რაღაცა დააშავეს და მერე გარბიან სააკაშვილთან და გვარამიასთან. ჩემი მოსვლის მეორე მიზეზი არის, რომ ამ ყველაფერს ძალიან ზუსტი მენეჯმენტი სჭირდება, რომ არ დარჩეს ცდუნება მათ, ვინც კანონის გვერდის ავლით ცდილობენ სახელმწიფოს ავნონ. ასევე უფრო სწორია ის, რომ უფრო ეფექტური უნდა გახდეს ჩვენი ხელისუფლება, რამეთუ ჩვენ ჩვენი სიღარიბე უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge