png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია შედგა

  • საზოგადოება
  • 24.10.2018
  • 12:00
კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია შედგა
ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, კულინარიის ფესტივალზე „Najedzeni Fest“ გაიმართა. ფესტივალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კრაკოვში და იქ მოწყობილ ქართულ კუთხეში ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტიც საქართველოდან პოლონეთში ხორციელდება. ამჟამად საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.
ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“-ს ორგანიზებით გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში მარკეტინგული აქტივობები  მომავალ წელსაც გაგრძელდება.
„ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე, პოლონეთში, მარკეტინგული აქტივობები 2012 წლიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ტარდება. შედეგიც სახეზეა: 2012 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 1 მლნ ბოთლი იყო, გასული წლის ბოლოს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 2,7 მლნ ბოთლს მიაღწია“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა -  2018 წლის  9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო, რაც  32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge