png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არაკომპეტენტური ექიმები და სიბინძურე - იტალიის მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაზე

  • საზოგადოება
  • 23.10.2018
  • 16:09
არაკომპეტენტური ექიმები და სიბინძურე - იტალიის მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაზე

იტალიის მოქალაქე ჯუსტინა პელეგრინი ინგოროყვას კლინიკის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას აპირებს. როგორც ჯუსტინა პელეგრინიმ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, კლინიკაში სრულიად არაკომპეტენტური ექიმები და მედდები მუშაობენ.

 სტინა პელეგრინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის ერთობლივი R&D საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა. თბილისში მისი ვიზიტი სწორედ ამ კონფერენციას უკაშირდებოდა.

იტალიის მოქალაქე საქართველოში იტალიის საელჩოს წერილობით მიმართავს. ის საელჩოს კლინიკაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის და რეაგირებისთვის დახმარებას სთხოვს.

 „საქართველოში ვიყავი ჩამოსული საერთაშორისო კონფერენცია JoRDI-ს გამო. 19 ოქტომბრის ღამეს, 20 რომ თენდებოდა, სენდვიჩის ჭამის შედეგად დამეწყო კუჭ-ნაწლავის პრობლემები და გამოიწვია ღებინება მთელი ღამის განმავლობაში. დილით ქართველი კოლეგის დახმარებით სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმებმა მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყვიტეს კლინიკაში გადაყვანა, სადაც დამხვდნენ სრულიად არაკომპეტენტური ექიმები და მედდები და არაადეკვატური სიბინძურე. ჯერ გადასხმის სისტემის დადგმის დროს დამაკარგვინეს სისხლი, შემდეგ გადაწყვიტეს კუჭის გაწმენდა ცხვირში მილის ჩადგმით და ისევ მათი არაკომპეტენტურობის გამო აქაც დავკარგე სისხლი. მახსოვს,  როცა თვალი გავახილე, მთელი საწოლი სისხლით იყო დასვრილი. ამის შემდეგ შეიცვალა ექიმი. მეორე ექიმმა გადაწყვიტა მეტოკლოპრამიდის (ჩემი აზრით) გაკეთება, ამ დროს ამიწია სიცხემ. როცა ექიმს ვკითხე, რა რისკის შემცველი იყო ის, რომ არ მივყევით სწორად კუჭის გაწმენდის პროცედურებს, მიპასუხა, რომ პრობლემა არ იყო, რადგან გაიწმინდებოდა სისხლი, ამიტომ გარდა იმისა, რაც უკვე მედგა, 2 სხვა გადასხმა კიდევ მჭირდებოდა. 1 საათის შემდეგ კიდევ შეიცვალნენ ექიმები, მაგრამ ბოლო მხოლოდ ქართულად საუბრობდა, ამიტომ რეაგირებას ვერ ვახდენდი. როდესაც პირველი წამლის გადასხმა დასრულდა, გამომიშვეს ანგარიშის გარეშე (დეტალური ინფორმაცია რა ანალიზები გაუკეთეს ან რა წამლები შეუყვანეს) და იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე საავადმყოფოში შევედი, რადგან მქონდა მაღალი სიცხე და ვიყავი უძალოდ. და ასეთ არაადეკვატურ მკურნალობაში თანხაც კი გადამახდევინეს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ჯუსტინა პელეგრინიმ იტალიის საელჩოს გაუგზავნა.

ჯუსტინა პელეგრინი ამბობს, რომ ის წერილით მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლელა ჩაგუნავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ  იტალიის მოქალაქეს, ჯუსტინა პელეგრინის კლინიკაში პრეტენზია არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, მისთვის ეს წერილი გაუგებარია.

„თუ რამე წერილი მისწერა ჯანდაცვის სამინისტროს, ალბათ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვმართავს“, - განაცხადა  ჩაგუნავამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge