png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სრული ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 22.10.2018
  • 15:09
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სრული ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს - კობახიძე

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ეს უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი - მათი სრული ინტეგრაცია განათლების სისტემაში, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის" სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის" მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრო.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების სათანადო ინფორმირება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამაში უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება, ასევე, ეკლესია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, ბავშვების მშობლები და დღეს ვნახეთ ამისი ძალიან კარგი მაგალითი. ძალიან კარგია, რომ იწყება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, რაც იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს ცენტრის მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის მეგობრობის სიგელებიც გადაეცათ.

პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის" მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge