png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

  • საზოგადოება
  • 22.10.2018
  • 12:09
შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

სახელმწიფოსა და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის საგადასახადო დავა შეწყდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია.

აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიწვევდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს.

სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის თებერვალში დაიწყო დავა. შემოსავლების სამსახურის სარჩელის თანახმად, სახელმწიფო IBSU-სა და მის დამფუძნებლებს დაახლოებით 735 000 ლარს ედავებოდა, რომლის ამოღებაც უნდა მომხდარიყო და რის გამოც, სარჩელის აღძვრამდე ერთი დღის ადრე უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაედო.

ცნობისთვის, 735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გადაიხადა. ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ სტუნდენტების ახალი ნაკადის მიღება ავტორიზაციის საბჭომ საგადასახადო ჯარიმის გამო შეუწყვიტა, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა. საგადასახადო ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ამ დრომდე ყადაღა ქონდა დადებული.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge