png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"იბერიას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

  • საზოგადოება
  • 19.10.2018
  • 18:03
"იბერიას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

"იბერიას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც "საქართველოს პროფკავშირების" გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნაა კუთვნილი შრომითი ანაზღაურების უმოკლეს ვადებში ჩარიცხვა.

"დღეს,19 ოქტომბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტელეკომპანია იბერიაში დასაქმებულთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის და პროფკავშირების გაერთიანების პრესკონფერენცია.

დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნაა კუთვნილი შრომითი ანაზღაურების უმოკლეს ვადებში ჩარიცხვა.

როგორც იბერიის თანამშრომლები, ისე მთლიანად პროფესიული კავშირები ყოველთვის დგას თავისუფალი მედიის დაცვის სადარაჯოზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს შეუძლია დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის ასე გამართლება. კომპანიის თანამშრომელთა უმეტესობამ ტელეკომპანიის დახურვა გაიგო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია.

იბერიის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ დირეაქციაში შეიტანა განცხადება, სადაც აღნიშნულია ყველა ის საკითხი რაზეც საუბარი იყო პრესკონფერენციაზე. დროული კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებულები მიმართავენ სასამართლოს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს დასაქმებულთა პროტესტს, იბრძოლებს მათი სოციალური გარანტიების შესანარჩუნებლად და სასამართლოში დაიცავს მათ შრომით უფლებებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებთ კომპანიას და სახელმწიფოს, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები, ისე მოაგვაროს დასაქმებულების ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა არ გააუარესოს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge