png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

  • საზოგადოება
  • 19.10.2018
  • 14:45
საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღია კარის დღეზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე კონკურსის წესების შესახებ და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, 2 თვის განმავლობაში საკონსულტაციო შეხვედრები სოციალური თემატიკით დაინტერესებულ 50-მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა.

საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რიგით მესამე კონკურსი, 10 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში განაცხადების მიღება  26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. გამარჯვებული პროექტები 50 000 ლარის მოცულობის თანხით დაფინანსდება.

საქართველოს ბანკის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2016-2018 წლებში შეირჩა და ჯამში 400 000 ლარით დაფინანსა, 10 სოციალური საწარმოს პროექტი. მაგალითისთვის: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო ინკლუზიური ეკო-ბანაკი „ოჩოკემპი“; განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა ინტერნეტიზაცია და შეიქმნა პლატფორმა charte.ge; გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად დაფინანსდა მაკულატურის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა. დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge