png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან - გოგა ხაინდრავა

  • საზოგადოება
  • 18.10.2018
  • 13:56
 მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან - გოგა ხაინდრავა

მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ეს იყო ნამდვილი დევნა, რომელსაც 30-იან წლებში ახორციელებდნენ ბოლშევიკები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ ვიცი, რატომ იყო ნახსენები ჩემი გვარი ჩანაწერებში. მე მირზა სუბელიანს ვიცნობ, ერთი-ორჯერ ვარ შეხვედრილი ანაკლიაში. ფილმს ვიღებდი და იქ იყო მაშინ. ამით შემოიფარგლება ჩვენი ნაცნობობა. თავდაპირველად მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ეს იყო ნამდვილი დევნა, რომელსაც 30-იან წლებში ახორციელებდნენ ბოლშევიკები. მაშინ ვთქვი, სირცხვილია, რომ ითხოვენ მთელი ოჯახის დაპატიმრებას”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში არ ეგულება მამა, რომელიც არ შეეცდება თავისი შვილის დაცვას.

„მირზა სუბელიანის შემთხვევაში არის ფსიქოლოგიური მომენტიც, როცა პატიმარი იმყოფება ციხეში, მე ეს გამოცდილი მაქვს, მინდა გითხრათ, რომ როცა ასეთი დევნა მიმდინარეობდა, იქ ძალიან ძლიერი ადამიანები გატეხილან წნეხისგან, სამარცხვინოდ იმ კომისიის წევრებისა, რომლებსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობაზე და რომლებმაც სისხლში ჩაახშეს ეს ქვეყანა. მათი მხრიდან მიდიოდა ეს შეტევა. ცინიზმია, როდესაც სუბელიანის მხარდასაჭერად გამოდის „რუსთავი 2“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“ და ამბობს, რომ ერთი თმა არ ჩამოუვარდეს მელოტ სუბელიანს თავიდან, თორემ აღშფოთდება გვარამია. ეს არის ცინიზმი, ეს არის საზოგადოებრივი დეგრადაცია, რომლის მოწმენი ვართ ჩვენ და რომლის სათავეში დგას სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინსპირირებულია კარგად გაწერილი მოსკოვური სცენარით, რომ ქვეყანა აირიოს. ქვეყანა დაანგრიონ. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge