png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის მოდის კვირეულის გახსნა ლეგენდარულ ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება

  • საზოგადოება
  • 17.10.2018
  • 11:10
თბილისის მოდის კვირეულის გახსნა ლეგენდარულ ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება

თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18 ოქტომბერს ფუნიკულიორზე გაიმართება.  თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს,  პროექტი - ,,Style Icon” ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება. კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს.

თბილისის მოდის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაესწრენენ თბილისი მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და „SOLO Lifestyle“- ის დირექტორი ნინი ჩიქოვანი. როგორც თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოდის კვირეულის ეს სეზონი გამორჩეული იქნება, ვინაიდან ის განსხვავებული კონცეფციით წარდგება მაყურებლის წინაშე. მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია. ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის.

მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა, რომ „სტილის კერპის“ მთავარი გმირი ბელა მირიანაშვილი იქნება და მის შემოქმედებასა და ხსოვნას ასეთ პატივს მიაგებენ.

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მედიას განუცხადა -  „საქართველოს ფოსტა მოდის კვირეულის ახალი პარტნიორი  და ჩვენთვის პატივია, რომ ქვეყანაში არსებული ეროვნული ოპერატორი დღეს სწორედ აქ დგას. მოგეხსენებათ , ფილმი ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი” კინომატოგრაფიაში ის ნამუშევარია, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო საფოსტო საქმიანობა. ფოსტალიანის პროფესია კი, ყველასთვის პატივსაცემმა მსახიობებმა ქალბატონმა ბელა მირიანაშვილმა და სერგო ზაქარიაძემ  მიიტანეს მაყურებლამდე და გააცნო საზოგადოებას ის დიდსულოვნება და კეთილშობილება, რომელიც თან ახლავს ამ პროფესიით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას. მნიშვნელოვანია,  რომ თბილისის მოდის კვირეული ხელსუწყობს ქართველი დიზაინრების მიერ შექმნილი ნაწარმის გაცნობას როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო მომხმარებლისთვის, ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩავერთვებით და შევთავაზებთ დიზაინერებს საქართველოს ფოსტის ახალ პროდუქტს „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გაყიდული პროდუქციის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში"- აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

კვირეული მოიცავს, ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“- კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. ახალბედა დიზაინერები მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარსდგებიან. კვირეულის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge