png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენთვის ძალიან მტკივნეული სანახაობა იყო ასეთი დამცირებული ადამიანის ყურება - სალომე სამადაშვილი ლევან ყიფიანზე

  • პოლიტიკა
  • 04.10.2018
  • 15:41
ჩვენთვის ძალიან მტკივნეული სანახაობა იყო ასეთი დამცირებული ადამიანის ყურება - სალომე სამადაშვილი ლევან ყიფიანზე

ადამიანი, რომელიც აშკარაა, ფიზიკური განადგურების შიშით მზად არის, რომ ენით აღუწერელ ტყუილებზე ისაუბროს, ისტორიები მოიგონოს, რომელიც, ვფიქრობ, დამაჯერებელი არავისთვის არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანმა გუშინდელი განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ამ განცხადების შემდეგ ერთი რამ ნათელია, რომ არანაირი გამოძიების პროცესის მიმართ არ შეიძლება ვინმეს რაიმე სახის ნდობა ჰქონდეს. 

„ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეული სანახაობა იყო ასეთი დამცირებული ადამიანის ყურება. ამ განცხადების შემდეგ ერთი რამ ნათელია, რომ არანაირი გამოძიების პროცესის მიმართ არ შეიძლება ვინმეს რაიმე სახის ნდობა ჰქონდეს. სწორედ ის განცხადებები, რაც ბოლო დღეებში კეთდება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ზუსტ შეფასებას აძლევს იმას, თუ ქვეყანაში რა ვითარებაა შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ შეიძლება, რაიმე სახის ნდობა გვქონდეს სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კოორდინირებულად მუშაობს, როგორც კრიმინალური სინდიკატი საკუთარი კორუმპირებული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანი გუშინ სასოწარკვეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანების, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო პირებისა და ყოფილი მინისტრების ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა შეიძლება. მაგრამ მისივე განცხადბეით, ეს ის რეალობაა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს.

ცნობისთვის, ლევან ყიფიანი საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. როგორც მან განაცხადა, ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge