png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დღეიდან დედაქალაქში ლიცენზიის გარეშე ტაქსების მოძრაობა იკრძალება

  • საზოგადოება
  • 01.10.2018
  • 09:28
დღეიდან დედაქალაქში ლიცენზიის გარეშე ტაქსების მოძრაობა იკრძალება

თბილისში ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება.

რეგისტრაციის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსის მძღოლებს საჭირო დოკუმენტის მისაღებად ორი თვე ჰქონდათ. რეგისტრაცია პირველ აგვისტოს დაიწყო. მძღოლებს ნებართვის მიღება მერიის ვებგვერდზე ელექტრონულად, ასევე თბილისის 10-ვე რაიონის გამგეობაში, 21 აგვისტოდან კი იუსტიციის სახლებში შეეძლოთ.

ამ დროისთვის ლიცენზია 10 000-ზე მძღოლმა მიიღო.

პირველ ეტაპზე ლიცენზიის რეგისტრაციისთვის არ იყო შეზღუდვა ფერის, კარისა და თვლების მიხედვით. თუმცა, მერიის დადგენილების მიხედვით, ტაქსის მძღოლს ევალება, ტაქსის ფირნიში დამაგრებული ჰქონდეს მანქანის სახურავზე, ხოლო ნებართვა, რომელშიც მისი სახელი და გვარია მითითებული გაკრული სალონში, რომ მგზავრმა მძღოლის იდენტიფიცირება მოახდინოს.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად მიმდინარე წლის ნომებერში გახდება ცნობილი. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მომდევნო წელს შეზღუდვა გავრცელდება ავტომობილის ფერზე. რეგისტრაციის გავლას მხოლოდ თეთრი ავტომობილები შეძლებენ. ლიცენზიის გარეშე დარჩებიან ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. თუმცა, ის ავტომობილები, რომელთა საჭე უკვე გადატანილია ყველა წესის დაცვით, საჭირო ნებართვას მიიღებენ. იგივე წესები გავრცელდება ბუნებრივ აირზე გადაყვანილ ავტომობილებზეც. მომდევნო წლისთვის მსგავსი ავტომობილის დარეგისტრირებისას საჭირო გახდება სპეციალურად აკრედიტებულ ცენტრებში ავტომობილის შემოწმება და საბუთის აღება, რომელიც დაადასტურებს, რომ ავტომობილში დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის უსაფრთხო და შეესაბამება სტანდარტს.

კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც მომდევნო წლიდან ტაქსებს დაუწესდებათ, გასაჩერებელი ადგილები იქნება. მათთვის სპეციალური ადგილები მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, ამით შეეცდებიან, თავიდან აიცილონ პარკირების ადგილებზე ტაქსების საათობით გაჩერება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge