png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„იბერია“ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანიაა - ანზორ ჩუბინიძე

  • საზოგადოება
  • 26.09.2018
  • 14:15
„იბერია“  ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანიაა - ანზორ ჩუბინიძე

რამე კომენტარის გაკეთება სამარცხვინოც კი არის. „იბერია“  ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანიაა. შეიძლება, ნაკლებად ვიცნობ. ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, ლონდონში ნამყოფი არ არის და თუ დაიბარებენ სიამოვნებით წავა. 

"არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება. იმის გამო, რომ საფინანსო ინსტიტუტში არასოდეს მიმუშავია, დიდი ალბათობით „დალაგების“  ასეთ მექანიზმში მონაწილეობა მიღებული ვერ მექნება“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩუბინიძე შესაძლოა,  ლონდონში დაკითხვაზე დაიბარონ, სადაც „ომეგა ჯგუფმა“ საარბირტაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარია და ანზორ ჩუბინიძეც იყო ნახსენები, პირველ არხთან განმარტება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 14 სექტემბერს გააკეთა. როგორც სამსახურში განაცხადეს, რამე ტიპის გარიგებაზე ან ზეწოლაზე საუბარი სრული აბსურდია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge